სვანეთის უბნის დასახლებაში ფერდობის გამაგრებითი სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა. უხვი ნალექის გამო საჭირო გახდა ფერდობის ნაწილის ბეტონის კონსტრუქციით გამაგრება. სამუშაოების დროს ფერდობი ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა. შემთხვევა ართვინის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გამაგრების სამუშაოები დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით ხორციელდებოდა. ცხედრები ექპერტიზაზე გადაასვენეს. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ფოტო: მთავარი არხი