"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავში, მტკვარში 30 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.
გამოცემის ცნობით, კაცის ცხედარი მდინარემ ე.წ. ახალი ხიდის მიმდებარედ გამორიყა.
ადგილზე სამაშველო სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები მივიდნენ.
"ინფო რუსთავის" ცნობით, ახალგაზრდა ორი კვირის წინ თბილისში გაუჩინარდა და მას ოჯახი ამ დრომდე ეძებდა.