13 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამასა და მეზობელს ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. სხდომა მედიისთვის დახურული იყო, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხებოდა.
მამის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბავშვის მამის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს. მეზობლის, 28 წლის კაცის ადვოკატმა კი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, 2 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.
მოსამართლემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში, არასრუწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 9 მაისს მისი 47 წლის მამა და 28 წლის მეზობელი დააკავეს.
გამოძიების ცნობით, მამა არასრულწლოვან შვილთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა და აშინებდა, რომ თუ ვინმეს ეტყოდა, მოკლავდა. შსს-ს ცნობით, ბავშვი მამის ძალადობას წლების განმავლობაში მალავდა.
ორივე დაკავებულს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.