რუსთავში, საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას"ინფო რუსთავის" ავრცელებს.
ფალიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში 40 წლამდე კაცი, ოჯახის წევრებმა ოთახში გარდაცვლილი ნახეს.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპატრულო, კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ახალგაზრდა კაცი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ხუტა ქასოშვილია, რომელიც ბოლო წლებში მწვრთნელად მუშაობდა.