ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევისთვის ერთი ადამიანი დააჯარიმეს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლით.
სამართალდარღვევა 1 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი, რომელმაც დროშა ჩამოხია, ძალადობრივი და პრორუსული ალტ-ინფოს წევრი ვასილ გოგალაძეა. მან დროში ჩამოხევის სოციალურ ასელში გამოაქვეყნა, თუმცა შემდეგწაშალა. არსებული ინფორმაციით, ვაკის პარკის ადმინისტრაციამ უკრაინის დროშა უკან დააბრუნა.