თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები, უკვე რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. ტერიტორიიდან დალუქული ტექნიკა გაიტანეს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს,
სამართალდამცველების ინფორმაციით, ადგილზე ანონიმური შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ, თუმცა ოფისის კარი დაკეტილი დახვდათ. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა სამაშველო სამსახური გამოიძახეს და მათი დახმარებით მოხერხდა ტერიტორიაზე შესვლა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ოფისში ე.წ. ქოლცენტრი ფუნქციონირებს.
საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. სამართალდამცველების ნაწილმა, დალუქულ ტექნიკასთან ერთად, ტერიტორია უკვე დატოვა.
ამასთან, საზოგადებრივი მაუწყებელი „პრაიმ-ტაიმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, იუწყება, რომ აღნიშნულ ოფისში მოქმედებს ე.წ. ქოლცენტრი, რომელიც გიორგი ვაშაძეს და დავით არახამიას ეკუთვნით.