ტვ პირველის ახალი ამბების პორტალმა, tvpirveli.ge - მ გაავრცელა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევაა ასახული.
კადრებში ჩანს, რომ "გიჩო" - გივი მარგველაშვილი გოგებაშვილის ქუჩაზე ტელეფონზე საუბრობდა, რა დროსაც მას თავს დაესხნენ და დაჭრეს. დგინდება, რომ მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი.
გივი მარგველაშვილზე თავდასხმის შემდეგ მისი დაცვა ახორციელებს საპასუხო გასროლას. მოკლული 38 წლის საბა გახოკიაა.