ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე, სროლის შედეგად მოკლულია ერთი ადამიანი, ორი კი დაჭრილია. მოკლული 38 წლის საბა გახოკიაა.
დაჭრილებს შორისაა გიჩო მარგველაშვილიც. მას ოპერაცია უტარდება.
შეიარაღებულ თავდამსხმელს ახალგაზრდა კაცის დაცვამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი წარსულში მომდარი დაპირისპირებაა. ორ ბიზნესმენს შორის უთანხმოება წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შემხვევა კაფე "ლა ვერაში" მოხდა და გარჩევაში დაახლოებით 15 პირი მონაწილეობდა.