ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ადასტურებს, რომ ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა თანახმაა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუმცა ახლა ძირითადი ყურადღება აუცილებელია კონცენტრირებული იყოს კიევის დახმარებაზე, რათა გაიმარჯვოს ომში.
აღნიშნული განცხადება სტოლტენბერგმა გერმანიაში რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ გააკეთა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი, შესაძლოა, ზაფხულში განიხილონ, თუმცა თავად უკრაინის ფორმალურად მიღების პროცესი. შესაძლოა, თვეობით გაგრძელდეს.
სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ ომის დასრულებს შემდეგ უკრაინას უნდა ჰქონდეს გარკვეული ბერკეტები ახალი თავდასხმის შესაჩერებლად.
უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ნატო-ს კარი უკრაინისთვის ღიაა, მაგრამ ახლა ალიანსში გაწევრიანების დრო არ არის.
რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ომის დაწყების მიზანია არ დაუშვას ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება.