უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსიდან ელჩი იგორ კიზიმი კონსულტაციებისთვის გაიწვია.
უკრაინის ხელისუფლებამ ხსენებული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკა მინსკში თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მეთაურს, დენის პუშილნს შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა.
კიევმა დაგმო ლუკაშენკასა და პუშილინის შეხვედრა და მას მინსკის მხრიდან დონეცკის საოკუპაციო ადმინისტრაციის ლეგიტიმაციის მცდელობა უწოდა.
უკრაინის განცხადებით, დენის პუშილინი ეჭვმიტანილია მძიმე დანაშაულებებში და მის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები მოქმედებს.
კიევმა მოუწოდა მინსკს, თავი შეიკავოს „დესტრუქციული ნაბიჯებისგან და შეწყვიტოს რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერა“.
ბელარუსის ლიდერი დენის პუშილინს 18 აპრილს შეხვდა.