უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში უკრაინელი სამხედროების მოწინავე პოზიციებზე იმყოფებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზელენსკიმ ჯარისკაცებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა საზღვაო ქვეითებს, მედესანტეებს, მექანიზირებული და საარტილერიო ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს და თავდადებული ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.
„მაქვს პატივი ვიყო აქ და მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ბრძოლისთვის, იმისთვის, რომ იცავთ ჩვენს მიწას, უკრაინას, ჩვენს ოჯახებს. გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს და გისურვებთ მხოლოდ გამარჯვებას, იმას, რასაც ვუსურვებ თოთოეულ უკრაინელს, ის, რაც მნიშვნელოვანია ყველა ჩვენთაგანისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას თქვენ და თქვენს ოჯახებს და გულწრფელ მადლობას გიხდით ყველა უკრაინელის სახელით იმ დიდი გზისთვის, რომელსაც თქვენ ყოველ დღე გადიხართ“,- თქვა ზელენსკიმ.