საქართველოს პრეზიდენტი რომ იყავი კაცი და მერე შენ გულს სხვაგან აგზავნი, ფოსტით, ცოტა უხერხულია, - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი.
„მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, დაექვემდებაროს ექიმების რჩევებს და მიიღოს საკვები. არ ვიცი ახლა, საქართველოს პრეზიდენტი რომ იყავი კაცი და მერე შენ გულს სხვაგან აგზავნი, ფოსტით, ცოტა უხერხულია“, - ამბობს დავითულიანი.
გუშინ სასამართლოზე ჩართვის დროს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ "თუ ვერ იცოცხლებს უკრაინის გამარჯვებამდე, სურს, მისი გული კიევში დაიმარხოს".