გამარჯვებამდე მიგვიყვანს მოქალაქეების მობილიზება, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
"მნიშვნელოვანი დღეა, რაოდენობა ადამიანების, ჩემი აზრით, იყო გადამწყვეტი, ეს დღე შედგა - დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. [აქცია] აჩვენებს ყველას - ციხეში მყოფებსაც, გარეთ მყოფებსაც და ქვეყნის გარეთ მყოფებსაც არის ის, რო მიუხედავად ამდენი წლის რეპრესიებისა, მიუხედავად ამ ტერორის ატმოსფეროსი, მიუხედავად ადამიანების წამებისა, სიგიჟეებისა, რომელიც ყველამ ერთად გავიარეთ, მიუხედავად, მათ შორის, ასობით მილიონობით, ასობით მილიონი ლარის პროპაგანდაში ხარჯვისა, ამ ქვეყანაში ადამიანები რჩებიან და აგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის და ამის გაჩერება არის შეუძლებელი.
ნებისმიერი ადამიანი, აი, ორთოდოქსი ფუნდამენტალისტი ქოციც რომ მოიყვანო აქ და ამ ადამიანებში გაატარო და განწყობა ნახოს, ნებისმიერი დარწმუნდება, რომ ამ ადამიანების გაჩერება არის შეუძლებელი. ეს ადამიანები ამ ქვეყანას გაიყვანენ სამშვიდობოზე. ყველა შემთხვევაში, სამშვიდობო არის დაბრუნება ამ ქვეყნის ისტორიულ გზაზე. ეს არის ევროპის ნაწილი უნდა გახდეს ეს ქვეყანა და გახდება აუცილებლად", - თქვა მან.