1 თებერვალს, 14 საათზე, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფილიალებში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება.
ღონისძიებები განკუთვნილია 5-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის, რომლებსაც მწერლები საბავშვო ნაწარმოებებს წაუკითხავენ და წაკითხულის შესახებ გაესაუბრებიან.
განრიგი:
ალექს ჩიღვინაძე - ოთარ ჭილაძის სახელობის #33 ბიბლიოთეკა (პეკინის 31).
დიანა ანფიმიადი - ლადო ასათიანის სახელობის #6 ბიბლიოთეკა (გრ. რობაქიძის გამზირი, I კვ. 3 ბ კორპუსი).
ტორესა მოსი - ნოდარ დუმბაძის სახელობის #8 ბიბლიოთეკა (წყნეთის გზატკეცილი 16/18).
დავით გორგილაძე - ძმები ზუბალაშვილების სახელობის თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა (გიორგი ტოვსტონოგოვის 2).
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.