უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ბელარუსული მონიტორინგის ჯგუფი "Belarusian Gayun" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბელარუსში ჰაერში გაუშვეს შორი დისტანციური სარადარო თვითმფრინავი, ესკორტის გამანადგურებელი და MiG-31K, რომელსაც შეუძლია ატაროს Kinzhal ჰიპერბგერითი რაკეტები.
08:30 საათზე ბარანოვიჩის აეროდრომიდან აფრინდა ესკორტის გამანადგურებელი
08:35 მაჩულიშის აეროდრომიდან რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების A-50U სარადარო თვითმფრინავი.
09:00 და 09:06 მაჩულიშის აეროდრომიდან ორი რუსული MiG-31K აფრინდა.