მელიას მანქანას რა უჭირს, ხაბეს კბილები არ დააყვედრონ, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„შემოვიდა მელიქიშვილი და მითხრა, კეზერაშვილმა კბილები უნდა ჩაგისვასო…
უკვე თვეებია, კეზერას დაფინანსებული კბილები პარტიის სამზარეულოში დევს, ჭიქაში! – ვუთხარი კეზერას ნათესავს, წაიღეთ, აღარ მინდაო, მაგრამ უარი მივიღე“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა 23 იანვარს ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ „რამდენიმე არჩევნების დროს ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდნენ, მიუღია საჩუქრებიც, ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დღეს დადის“.