მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასტიკი თავდასხმა არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვასთან დაკავშირებით განაცხადა.
„კატეგორიულად ვგმობ სასტიკ თავდასხმას საცხოვრებელ კორპუსზე უკრაინის ქალაქ დნიპროში. მოსახლეობის მიმართ ძალადობის მიუღებელი ჩვენება, ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევა. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები დნიპროში და უკრაინაში“, – წერს „ტვიტერში“ სალომე ზურაბიშვილი.
უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში რუსეთის ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 20 და დაშავდა 73 ადამიანი.