გურიაში ძლიერ ქარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც მოძრავ ავტომობილს დაეცა.
მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
რამდენიმე დღეა რეგიონებში უამინდობაა.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა იმერეთშიც. რეგიონში 70-მდე შენობის სახურავია გადახდილი, 3 000-მდე მოსახლეს არ მიეწოდება წყალი. დაზიანებულია ელექტროსადენები და ავტომობილები. 12 მუნიციპალიტეტში ათასობით მოსახლეს შეზღუდული აქვს ელექტროენერგია.