პარლამენტის ბოიკოტი ერთ-ერთი მექანიზმია, რითაც შეიძლება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი თემა შემოიტანოს ამ დისკუსიაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„მათ არათუ პარლამენტის ბოიკოტი, არამედ მის მიმართ ფიზიკური დაპირისპირების რესურსის გამოყენება სცადეს, რამაც არ გაამართლა. პარლამენტში შეჭრის მცდელობა და ცესკო-სთან დაპირისპირება იყო დემონსტრირება იმის, რაზეც ბარამიძე ლაპარაკობს. ახლა პარლამენტის ბოიკოტზე საუბრობენ და ეს იმას უსვამს ხაზს, რომ დეპოლარიზაციის არავითარი ინტერესი „ნაცმოძრაობას“ არ გააჩნია, რომელი ფრთაც არ უნდა ავიღოთ – რომელიც აგინებს სააკაშვილს თუ რომელიც კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მხარდაჭერით გადის არჩევნებზე. მესამე ფრთა ანტურაჟის ფუნქციას ასრულებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.