ვიზიტი უსაფრთხოების მიზნით გასაიდუმლოებული იყო. ბერბოკს თან ახლდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და უკრაინის ელჩი გერმანიაში, ოლექსი მაკეევი.
ცნობისთვის, ბერბოკი გახდა პირველი გერმანელი ოფიციალური პირი, რომელიც ეწვია ქალაქს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. გარდა ამისა, ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ხელმძღვანელია, რომელიც ხარკოვს 2022 წლის თებერვლის შემდეგ ეწვია.