ქართულ ენასთან გაიბუტა, რადგან საქართველოში მისი ილუზიები რეალობასთან სასტიკად დამარცხდა, – ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომას ეხმაურება.
„ძალიან ძლიერი და ღირსეული ნაბიჯია. ღმერთო, ოღონდ ეს კაცი მოაშორე ქართულ პოლიტიკას და სადმე სხვაგან აცოცხლე – მეტი არაფერი მინდა!
მე შევანგრევდი ციხის კარს რომ შემეძლოს, გავიტაცებდი და სადმე, ტიბეტში დავტოვებდი ბუდისტ ბერებთან“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე ჩართვისას განაცხადა, რომ სურს, სასამართლო დარბაზიდან მოქალაქეებს უკრაინულად მიმართოს.
"უკრაინის მოქალაქე ვარ", - ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს, რომელმაც მოუწოდა, ქართულად ესაუბრა.