8-9 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხრადაჭერით, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება 2-დღიანი ვორქშოფი.
"მაია ვორქშოფი" ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც 2 იტალიელი სტუმარი წარუძღვება - გრაციელა ბილდშეიმი (ფაბულაფილმის დირექტორი) და ალესანდრა პასტორე - თავად "მაია ვორქშოფის" ტრენინგკოორდინატორი.
პროექტის მიზანია, ახალგაზრდა რეჟისორებს გააცნოს საერთაშორისო მარკეტინგის პროცესი, რაც დაეხმარებათ მათ შეისწავლონ მარკეტინგის წესები და იმოქმედონ შესაბამისად.
ვორქშოფის მონაწილე იოქნება მაგისტრატურის 10და ბაკალავრიატის 10სტუდენტი, რომელნიც პროექტის ჩამოყალიბების პროცესში არიან.
პირველ დღეს განხილული იქნება აუდიოვიზუალური კონტექსტი და ამ სექციის მთავარი ასპექტები. მეორე დღეს განხილული იქნება, როგორ უნდა მომზადდეს ფესტივალებზე წარსადგენი მასალა და როგორ უნდა წარადგინონ პაკეტი წარმატებულად კინობაზარზე. 20 სტუდენტი გაიყოფა 2 ჯგუფად. 2-დღიანი პრაქტიკული მეცადინეობების შემდეგ, ისინი გააკეთებენ პრეზენტაციებს.
პროექტი ხორციელდება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში.