ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სურს მოლაპარაკებები, რათა გააუარესოს ურთიერთობები კიევსა და დასავლელ პარტნიორებს შორის.
"პუტინი აგრძელებს უკრაინასთან მოლაპარაკებების განხილვას, როგორც უკრაინის დასავლელი მხარდამჭერებისგან გამოყოფის საშუალებას. ის ცდილობს გამოიყენოს მოლაპარაკებების ნებისმიერი ფანჯარა და ცეცხლის შეწყვეტა, რათა რუსების ჯარებს დრო მისცეს გადამზადებისა და ოპერაციების გასაგრძელებლად", - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკელი ექსპერტების აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც რუსულ ჯარებს ამ ზამთარში დასვენებისა და ხელახალი შეიარაღების საშუალებას მისცემს, ნაკლებად სავარაუდოა.
ISW-ს ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა სვატოვოს მახლობლად თავდაცვითი ხაზები შექმნეს, ხოლო რუსეთისა და უკრაინის ჯარებმა სახმელეტო შეტევები განახორციელეს კრემენაიას მახლობლად.