საქართველოს ბანკმა, როგორც ფინანსურმა ინსტიტუტმა, რომელიც მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილებას ქმნის Banking Tech Awards 2022-ზე Design System-ისთვის მაღალი შეფასება დაიმსახურა. ბანკმა კონკურენცია გაუწია J.P. Morgan-ს; Goldman Sachs-ს; CTBC Bank და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს. შეფასების მთავარი კრიტერიუმი კი მომხმარებლისთვის საუკეთესო UX/CX გამოცდილების შეთავაზება იყო.
საქართველოს ბანკმა, დიზაინსისტემა პროცესების გამარტივების და სამუშაო კულტურის გაუმჯობესების მიზნით შექმნა. ეს არის მრავალჯერადი გამოყენების დიზაინ კომპონენტების მზა ბიბლიოთეკა, რომლის თითოეული ელემენტიც შექმნილია ბრენდის საერთო სტილის, კონცეპციისა და წესების გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის სისტემატიური კვლევის ანალიზით არის გამყარებული. ის ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც დიზაინის და კოდის დონეზე წინასწარ მომზადებულ კომპონენტებს, ისე UX-ის, ბრენდის და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მათი გამოყენებისთვის საჭირო წესებსა თუ სახელმძღვანელოებს.
„დიზაინსისტემა მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებაა, რაც დროთა განმავლობაში ცვლილებების სწრაფად ასახვის და ეფექტური გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. პროცესების ამ კუთხით დახვეწა კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, მეტად ფოკუსირდეს მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებაზე, ხარისხის მაჩვენებლის ზრდასა და ბიზნეს ამოცანის მიღწევაზე. დიზაინსისტემის მიზანია, ორგანიზაციაში ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნა, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს და დაჩქარდეს სამუშაო პროცესები, რათა მეტი ახალი პროდუქტი ნაკლებ დროში შეიქმნას. მომხმარებლებისთვის დიზაინსისტემა თანმიმდევრულ გამოცდილებას ქმნის ციფრულ არხებში, რაც მის გამოყენებას გაცილებით უფრო მარტივს და ინტუიტიურს ხდის. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მცდელობა, ვიყოთ წამყვანი კომპანია, რომელიც სამუშაო კულტურისა და მიდგომების გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არ დარჩა ყურადღების მიღმა და დაიმსახურა კიდეც Banking Tech Awards 2022- ის მაღალი შეფასება. მინდა მივულოცო მთელს გუნდს ეს აღიარება, რაც დაფასებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა, არ გავჩერდეთ და ჩვენს მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ“,- განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.