თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაარსებული საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ ნომინანტები ცნობილია.
კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იყო 55 წიგნი, ოთხ ნომინაციაში კი 12 მათგანი გადანაწილდა.
საუკეთესო პროზაული წიგნი
-
„სახლი მწიფე გარგარის ქუჩაზე“ - ავტორი თეა თოფურია (გამომცემლობა სეზანი);
-
„რაკრაკ-რუკრუკა ამბები“ - ავტორი ლელა ცუცქირიძე (ელფის გამომცემლობა);
-
„ხვლიკი კოსტას ამბები“ - ავტორი აკაკი ადუაშვილი (გამომცემლობა მერიდიანი).
საუკეთესო პოეტური წიგნი
-
„დინოზავრებიდან კომპიუტერამდე“ - ავტორი ვასო გულეური (გამომცემლობა სეზანი);
-
„ბეღურების ბაღი“ - ავტორი რობერტ მესხი (გამომცემლობა სამშობლო).
საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი
-
„ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო“ - ავტორი ვარლამ ჯმუხაძე (გამომცემლობა არტანუჯი);
-
„სიზმარა“ - ავტორი ვარლამ ჯმუხაძე (გამომცემლობა არტანუჯი);
-
„ციყვი, ნანუნა და კეთილი ბიჭუნა“ - ავტორი ხატია ჩიტორელიძე (გამომცემლობა ინტელექტი);
-
„მართიკოს ვაშლის ხე“ - ავტორი ლიზა ფირცხალავა (გამომცემლობა პალიტრა L).
საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი
-
„ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო“ - ავტორი ინგა ანთიძე (გამომცემლობა არტანუჯი);
-
„ზუზუნები და ღუტუნები“ - ავტორი ირმა მალაციძე (გამომცემლობა არტანუჯი);
-
„ჩემი სხეული“ - ავტორი მაკა სესკურია (სულაკაურის გამომცემლობა).
ნომინაციების გამარჯვებულებს პროექტის ფარგლებში შერჩეული ხუთწევრიანი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზი და 2500 ლარიანი პრემია.
„ნაკადულის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება 18 დეკემბერს, წიგნის საახალწლო ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება.
პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.
პრემიის სახელი ერთ-ერთ პირველ, ლეგენდარულ ქართულ საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“ უკავშირდება, რომელიც 1904-1927 წლებში გამოიცემოდა და მასთან თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, შიო მღვიმელი, ლეო ქიაჩელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვები.