საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური სოფელ ქვემოჭალაში იმყოფებოდა.
საპრეზიტენტო პროგრამის "გაზი ყველა სოფელს" ფარგლებში სააქციო საზოგადოებამ "იტერა-საქართველო", დაასრულა კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის გაზიფიცირება.
აშენდა 2 კილომეტრის სიგრძის ახალი გაზგამანაწილებელი ქსელი. ოცმა ოჯახმა უკვე მიიღო ბუნებრივი აირი, ხოლო უახლოეს პერიოდში მათი რიცხვი 400-მდე გაიზრდება.
სააქციო საზოგადოება "იტერა-საქართველო" აგრძელებს კასპის რაიონის სოფლების გაზიფიცირებას. წელს უკვე ქსელში ჩაერთო 2823 აბონენტი, წლის ბოლომდე კიდევ 377 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს.