თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.
„მე არ მგონია და არ ვარ დარწმუნებული, რომ სალომე ზურაბიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, რადგან მგონია, რომ ქალბატონი სალომე პრინციპული ადამიანია“, – აღნიშნა კალაძემ.