კიევი რუსული ქალაქია, სადაც ხალხი ყოველთვის რუსულად ფიქრობდა და საუბრობდა - დმიტრი მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, კიევი რუსული ქალაქია, სადაც ხალხი ყოველთვის რუსულად ფიქრობდა და საუბრობდა.
"ზოგჯერ მტრის განცხადებებს არამხოლოდ დიპლომატიური, არამედ ალეგორიული პასუხის გაცემა სჭირდება.
ამიტომ, მინდა შევახსენო მათ [უკრაინელებს] უდავო ფაქტები:
კიევი - ძველი რუსეთის დედაქალაქია.
კიევი - დიდი, ამავე დროს, პატარა რუსული ქალაქია რუსეთის იმპერიაში.
კიევი - სსრკ-ს რესპუბლიკური დედაქალაქია.
და ბოლოს, კიევი რუსული ქალაქია, სადაც ხალხი ყოველთვის რუსულად ფიქრობდა და საუბრობდა", - თქვა მედვედევმა.