უნგრეთში ახლა მოხდა ის, რაზეც ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია საუბრობენ. გაკეთდა სრულიად უიდეო ალიანსი ორბანის დასამარცხებლად, – ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დიდი გაერთიანება ორბანის წინააღმდეგ კეთდებოდა ევროკავშირისა და სოროსის პატრონაჟით. ჩერგოლეიშვილის განცხადებით, უიდეო ერთობა კრახით დასრულდა, ორბანს თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს.
„უნგრეთიც საინტერესოა. უნგრეთში ახლა მოხდა ის, რაზეც ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია საუბრობენ. გაერთიანდა ყველა ორბანის წინააღმდეგ. გაკეთდა სრულიად უიდეო ალიანსი ორბანის პოპულისტური პარტიის დასამარცხებლად – ნაციონალ პოპულარული იობიკიდან დაწყებული, ლიბერალები, სოციალისტები, მწვანეები და ა.შ.
საერთო ოპოზიციური პრაიმერი გააკეთეს. ასე შეარჩიეს მაჟორიტარი კანდიდატები და პრემიერობის კანდიდატი. ეს დიდი გაერთიანება კეთდებოდა ევროკავშირისა და სოროსის პატრონაჟით.
სულ ახლახანს კრახით დასრულდა უიდეო ერთობა – ორბანს თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს.
კატასტროფიზმი პოპულიზმს ვერ ამარცხებს – უიდეო, მექანიკური გაერთიანებები და სოციალური ინჟინერია არ ამართლებს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.