გუშინ, რამდენიმე წესიერმა ადამიანმა გულწრფელად მკითხა, ზურა ჯაფარიძე რომ ოპოზიციის ერთიანობისთვის იბრძვის და "შუას გაკრეფა" უნდა, რატომ დასცინითო და მინდა რომ ავხსნა - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკზე" წერს:
"აქ რასაც დავწერ, ვიღაცას შეიძლება დიდ საიდუმლოდ მოეჩვენოს, მაგრამ ყველაფერი, რასაც დავწერ, საჯაროდ ხდებოდა, ან საჯაროდაა ნათქვამი და თქვენც შეგიძლიათ წერტილების შეერთება და გადამოწმება, რასაც ვყვები, იმის.
ჩემი დაკვირვებით:
- არანაირი დიდი ერთობა არ იქმნება - გიორგი ვაშაძემ მიიერთა ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე, ზუსტად ისე, როგორც 2021 წელს მელიამ - პირველადი მოტივაცია არის 5 პროცენტიანი ბარიერი.
- თვალთმაქცურ მტკიცებას, რომ ტროიკას (ასე დავუძახებ) მოტივი მთელი ოპოზიციის გაერთიანებაა მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს - იმ პოლიტიკოსების გაშავება და ჩაძირვა, რომლებიც კეზერაშვილის ფინანსური კონტროლის ქვეშ არ არიან და კეზერაშვილი ვერ მართავს.
- შარშან თუ მთავარი სამიზნე ბოკერია იყო, ახლა მთავარი სამიზნე მელიაა - ტროიკის და ტელემედიის გამოყენებით, კეზერაშვილი მელიას ჩაძირვას ცდილობს.
- თუ ეჭვი გეპარებათ კვესიტაძის და მელიას ეთერს შეხედეთ, კვესიტაძის საქციელს დააკვირდით - ერთიანობაო და მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს ძირავდა ერთიანობის სახელით.