"ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება და ამბობს, რომ "თავმოყვარე საზოგადოება ასეთებს აზრს არ უნდა ეკითხებოდეს".
"სანამ ეს სამარცხვინო და ხარბი ლუზერები სააკაშვილზე აცოცების უკანასკნელ იმედს არ დაკარგავენ - არანაირი ცვლილება არ მოხდება.
სანამ არ მიარტყამენ საკუთარ სახე დაკარგულ სახეებს იმ რეალობას, რომ აი ეს სამარცხვინო ქმედება, როდესაც თავად არაფრის თავი არ გაგაჩნია, არცერთი აქცია სააკაშვილისთვის არ დაგიორგანიზებია და ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს, ვინც შრომობენ და იმ საკითხებზე აწყობენ აქციებს, რაც მათ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად - ვიღაცის მკვლელობას აბრალებ, მორალურად გასანადგურებელი ხარ როგორც საზოგადოებრივი ფიგურა.
თავმოყვარე საზოგადოება ასეთებს აზრს არ უნდა ეკითხებოდეს.
ასეთი მატერიალისტი, ცილისმწამებელი, საჭურისი მცოცავები არიან ივანიშვილის საუკეთესო მოკავშირეები.
დადგეს ჭიაბერაშვილი და მოაწყოს რამდენი აქციაც უნდა - ან იმ ბანდერლოგებს შეუერთდეს.
ვინ დაუშალა? არავინ! მაგრამ საჭურისია - არაფრის თავი არ გააჩნია, ერთადერთი რაც შეუძლია არის თითების გაშვერა სხვებისკენ - როგორც ყველა არარაობას! მკვლელი ბებიამისია! ურჩევნია სადმე არ შემხვდეს!
(აი ეს ხუთასამდე ადამიანიც ჭიაბერაშვილისნაირი საზიზღარი საჭურისია - უსაქმური, ცილისმწამებელი მცოცავი, რომელსაც თავად არაფერი შეუძლია და სხვებისთვის მკვლელების წოდებას იწონებს, იმიტომ რომ საკუთარი არარეალისტური ჰალუცინაციები არ შეუსრულდათ)" - წერს ჩერგოლეიშვილი.