ძალიან უნიჭოდ დადგმული და შეითითხნილი იყო ეს ყველაფერი, - ასე აფასებს დედაქალაქის მერი ოპოზიციაზე უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შესახებ "ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ მომზადებულ სიუჟეტს.
მისი თქმით, ანალოგიური ვიდეობის მომზადება თავადაც შეუძლია.
ძალიან უნიჭოდ დადგმული და შეითითხნილი იყო ეს ყველაფერი. ასე რომ, საზოგადოება ძალიან კარაგდ ხედავს ყველაფერს, ძალიან კარგად ხედავს არსებულ რეალობას. შესაბამისად, მე დეტალებში შესვლა და რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით არ შემიძლია. ნებსმიერ ადამინს შეუძლია ანალოგიური გააკეთოს. აი, მე დავჯდე ახლა და ანალოგიურად გავაკლეთო ეგ ვიდეობი, - თქვა კალაძემ.
"ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მათ „ქართული ოცნების“ მმართველობის 10-წლიანი ისტორიის განმავლობაში, პოლიტიკური ლიდერების უკანონო თვალთვალის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა.
ჟურნალისტების ინფორმაციით, სუს-ის ოპერატიული მუშაკების გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე ტექსტური შეტყობინებები, 2020 და 2021 წლით თარიღდება. მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს ჩანერგილი აგენტების საშუალებითაც აკონტროლებენ.