საქართველოს ეროვნული ბანკიის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.5 მლნ აშშ დოლარი (81.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის აგვისტოს (27.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.6%-ით მეტია.
სებ-ის ცნობით, აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 334.3 მლნ აშშ დოლარი (927.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 63.1%-ით (129.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.