პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუის ამადუ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ნიკა რურუას შეხვდა. მინისტრმა ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს. ეს მემორანდუმი გაცვლითი პროგრამების ჩამოყალიბებას, ასევე კულტურული კავშირების გაღრმავებას გულისხმობს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი განმარტავს, რომ ხელშეკრულება კიდევ უფრო გაარღმავებს პორტუგალიასა და საქართველოს შორის უკვე არსებულ ურთიერთობას.
"ჩვენ ვართ ძალიან მონდომებული, რომ გავაღრმავოთ ყველანაირი ურთიერთობა პორტუგალიასთან და ასეთივე მზადყოფნა და ენთუზიაზმი არის ჩვენი მეგობრების მხრიდან. პორტუგალია მოგეხსენებათ არის უძველესი ევროპული ქვეყანა, დიდი კულტურის მქონე ქვეყანა და ისინი არიან დამფუძნებელი წევრები ნატოსი და ერთ ერთი ძალიან ძლიერი ხმა ევროკავშირში", _ განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ.
თავის მხრივ პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუის ამადუმ აღნიშნა, რომ გაფორმებული მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საშუალებას იძლევა.
"საქართველო უდიდესი კულტურის მატარებელი ქვეყანაა და ახლა როდესაც მჭიდრო ურთიერთობებს ვიწყებთ მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა კულტურის სფეროსაც შეეხოს. ეს მემორანდუმი იძლევა შესაძლებლობას, რომ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის როგორც კულტურის ისე სხვა სფეროებში გაღრმავდეს და გაძლიერდეს", _ განაცხადა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუის ამადუმ.