დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩაპლინოს რკინიგზის სადგურზე 24 აგვისტოს რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს განცხადებით, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან, 11 და 6 წლის მოზარდები, რომელთაგან ერთი შენობის ნანგრევებში მოყვა, მეორე კი იერიშის შემდეგ გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა.
დაშავებულია 50-მდე მეტი ადამიანი.
მომხდარი მკაცრად დაგმო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და მას "სიმხეცე" უწოდა.