შეერთებული შტატების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში რუსეთი გეგმავს უკრაინის სამთავრობო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიშს. შესაბამისი გაფრთხილება გაავრცელა კიევში აშშ-ის საელჩომ.
სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა რუსული ჯარების მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის საფრთხის გამო.
"სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე დარტყმის მიზნით უახლოეს დღეებში. უკრაინაში რუსული დარტყმები მუდმივ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. აშშ-ის საელჩო მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, ახლავე დატოვონ უკრაინა კერძო სახმელეთო მანქანების გამოყენებით, თუ ეს უსაფრთხოა", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, უკრაინის ხელისუფლება იტყობინებოდა, რომ 24 აგვისტოს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რუსეთი შესაძლოა კიევზე თავდასხმას.