რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, კურსკის ატომური ელექტროსადგურიდან მომავალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ექვსი ანძა "უკრაინელმა დივერსანტებმა" ააფეთქეს.
"2022 წლის 4, 9 და 12 აგვისტოს, კურსკის ოლქის კურჩატოვის რაიონში, უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფებმა ააფეთქეს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ექვსი ანძა, რომლებითაც კურსკის ატომური ელექტროსადგურის მეშვეობით ხორციელდება, როგორც აღნიშნული რეგიონის, ისე მეზობელი რეგიონების სამრეწველო, სატრანსპორტო, სასიცოცხლო მნიშვნელობის სოციალური ინფრასტურქტურისა და მოსახლეობის ენერგომომარაგება", - ნათქვამია ФСБ-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
მათივე ცნობით, დივერსიის შედეგად დარღვეულია ატომური ელექტროსადგურის ფუნქციონირების ტექნოლოგიური პროცესი.
უკრაინულ მხარეს რუსეთის უშიშროების სამსახურის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.