სამხრეთ კორეაში რეკორდული წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. იტყობინება სააგენტო Yonhap.
მედიის ინფორმაციით, 14 ადამიანიდან 8 დედაქალაქ სეულში დაიღუპა. სამხრეთ კორეის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამი ადამიანი დატბორილ ნახევარ-სარდაფში დაიღუპა, რადგან იქიდან ვერ გამოაღწიეს.
6 ადამიანი კი დაკარგულადაა გამოცხადებული.
ძლიერი წვიმების გამო, ქვეყანის მასშტაბით 7 480 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
გადაღებელმა წვიმამ სახლები, გზები და მეტროსადგურები დატბორა, დააზიანა ელექტროგადამცემი სისტემა და ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა.