ველური ბუნების ფოტოკონკურსის Nature TTL 2022 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კონკურსის მთავარი ჯილდო მოიპოვა ამერიკელი ფოტოგრაფის, დენის სტოგსდილის ფოტომ "კატა და მისი ნადავლი". ფოტოზე გამოსახულია ტანზანიური კარაკალა, რომელმაც ფლამინგო მოინადირა.
ფოტომ "კატა და მისი ნადავლი" 8000 კონკურენტს აჯობა. სურათმა ასევე გაიმარჯვა კატეგორიაში "ცხოველების ქცევა".

კატეგორიაში "ცხოველთა ქცევა" მეორე ადგილი დაიკავა ფოტოგრამ მაიკლ სნედიკის ფოტომ "აფრიკული სპილო". გადაღებულია ტანზანიაში.

კატეგორიაში "ფოტოხაფანგი" გაიმარჯვა ჯეფრი რეინოს ფოტომ "ყინულის დათვი". გადაღებულია კანადაში.

კატეგორიაში "ფოტოხაფანგი" მეორე ადგილი დაიკავა საშა ფონსეკას ფოტომ "მსოფლიოს მწვერვალი". თოვლის ლეოპარდი ფოტო გადაღებულია ინდოეთის ჰიმალაის მთებში.

კატეგორიაში "პეიზაჟები" გაიმარჯვა ბერტუს ჰანეკომის ფოტომ "ბუნება იძლევა საპასუხო დარტყმას".

კატეგორიაში "პეიზაჟები" მეორე ადგილი დაიკავა მარეკ ბეგალსკის ფოტომ "ლავა". გადაღებულია ისლანდიაში.

კატეგორიაში "პატარა სამყარო" გაიმარჯვა ტობირ ლიტაუსკის ფოტომ "პეპლის მოგზაურობა".

კატეგორიაში "ღამის ცა" გაიმარჯვა ჯოსელინ კორნუს ფოტომ "ავსტრალიის მწვერვალი".

კატეგორიაში "წყალქვეშა სამყარო" გაიმარჯვა ენდი შმიდის ფოტომ "დაისის სხივი".

კატეგორიაში "ურბანული ველური ბუნება" გაიმარჯვა იან პეხას ფოტომ "ურბანული კურდღელი".

კატეგორიაში "ველური პორტრეტები" გაიმარჯვა ტომაშ სპილას ფოტომ "მე შენ გხედავ".
