დღეს, 3 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ქართველი კლასიკოსის, აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება წიგნის - "აკაკი წერეთელი უცნობი პუბლიცისტიკა" - პრეზენტაცია.
კრებულში წარმოდგენილია აკაკი წერეთლის ათეულობით პირადი თუ პუბლიცისტური წერილი, რომელიც აქამდე უცნობი იყო მკითხველი საზოგადოებისთვის.
ტექსტები ქრონოლოგიური პრინციპითაა დალაგებული და ახლავს კომენტარები და საძიებლები.
წიგნი "შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა" გამოსცა. გამოცემა ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ.