2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს რუსეთი უმასპინძლებს. კენჭისყრა ციურიხში ჩატარდა. მასში მონაწილეობას 22 დელეგატი იღებდა, რომლებმაც ხმა ფარულად მისცეს.
2018 წლის მუნდიალის მასპინძლობის სურვილს ინგლისი, ესპანეთი/პორტუგალია, ჰოლანდია/ბელგია და რუსეთი, ხოლო 2022-ის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილს იაპონია, ავსტრალია, ამერიკის შეერთებულ შტატები, სამხრეთ კორეა და ყატარი გამოთქვამდნენ.