გასული ერთი კვირის (31.07-07.08.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 11 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამავე პერიოდში, ქვეყანაში 11 199 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა 8 პაციენტი.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 67 482 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 16.82%.
საქართველოში პანდემიის დაწყების დღიდან, ინფიცირების 1 710 749 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 16 877 გარდაიცვალა.