„ლიეტუველ ხალხს უდიდესი ემპათია აქვს ქართველი ხალხის მიმართ. ლიეტუველ ხალხს სურს საქართველოში ოკუპაცია დასრულდეს, ჩვენ გვსურს საქართველო ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდეს, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ლიეტუვა მზადაა, საქართველოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და მიზნების მიღწევაში დაეხმაროს.
„ლიეტუველ ხალხს უდიდესი ემპათია აქვს ქართველი ხალხის მიმართ. ლიეტუველ ხალხს სურს საქართველოში ოკუპაცია დასრულდეს, ჩვენ გვსურს საქართველო ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდეს. ლიეტუვა მზადაა გაგიზიაროთ გამოცდილება და დაგემხაროთ მიზნების მიღწევაში. მანამდე მზად ვართ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგიცხადოთ იმ რეფორმების გატარებაში, რომელიც აუცილებელია ჯერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რასაც მოჰყვება მოლაპარაკებების გახსნა და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრობა. ამ პროცესშიც გჭირდებათ მოთმინება, რადგან ეს გამოიარა ლიეტუველმა ხალხმაც. მე თქვენ ბრიუსელშიც გითხარით, რომ ლიეტუვამ უახლოეს მეზობელ სახელმწიფოსთან, ესტონეთთან ერთად ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს გახდა უდიდესი მოტივაცია ჩვენთვის. გვეწყინა, იმედგაცრუებაც იყო, მაგრამ უფრო დიდი შემართებით შევუდექით საქმეს და დავეწიეთ ესტონეთს. იმდენი შევძელით, რომ ევროკავშირში ერთად შევსულიყავით 2004 წელს“, - აცხადებს ნაუსედა.