საქართველოს 17-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის VI ჯგუფში საფრანგეთთან, ნორვეგიასთან და ბელარუსთან მოხვდა, 2011 წლის 25-იდან 30 მარტის ჩათვლით, შეხვედრებს საფრანგეთში გამართავს.
უეფას ოფიციალური ინტერნეტგვერდის ცნობით, კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები პირველ მატჩს 25 მარტს ტურნირის მასპინძლებთან ჩაატარებენ. ამ დაპირისპირებიდან ორ დღეში ქართველები ბელარუს თანატოლებს ეთამაშებიან, ხოლო ელიტ-რაუნდის დასკვნით დღეს ნორვეგიელებს შეხვდებიან.
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირს, 3-იდან 15 მაისამდე, სერბეთი უმასპინძლებს და იქ, მასპინძლებთან ერთად, ელიტ-რაუნდის ჯგუფების (7 ჯგუფი) პირველადგილოსნები იასპარეზებენ.
VI ჯგუფის კალენდარი
25 მარტი
ნორვეგია - ბელარუსი
საქართველო - საფრანგეთი
27 მარტი
ნორვეგია - საფრანგეთი
ბელარუსი - საქართველო
30 მარტი
საქართველო - ნორვეგია
საფრანგეთი - ბელარუსი