საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთზე თანმიმდევრულ ზეწოლას განაგრძობს, სანამ არ მოხდება საქართველოს დეოკუპაცია. როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი აცხადებს, ძალიან მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური განცხადებები, რომელიც ეუთოს სამიტზე ევროპელი და ამერიკელი ლიდერების მხრიდან გაკეთდა და კიდევ ერთხელ აჩვენა მოსკოვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ზრდის თავის თანმიმდევრულ ზეწოლას რუსეთზე და მზად არის საქართველოს საკითხი მანამდე იყოს დღის წესრიგში, ვიდრე არ მოხდება ქვყენის დეოკუპაცია და რუსეთი საერთაშორისო თამაშების წესებით თამაშს არ დაიწყებს.
"ამასთან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივის მოწონება, ეუთოს სამიტის მონაწილე ქვეყნების რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი კუთხეშია მიყენებული", - აღნიშნა მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ასტანაში 1-2 დეკემბერს ეუთოს სამიტი მიმდინარეობს. რომლის ფარგლებშიც ბოლო 11 წლის განმავლობაში ახალი უსაფრთხოების დოკუმენტი უნდა მიეღოთ. აღსანიშნავია რომ ახალი დოკუმენტის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კონსენსუსი ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანას შორის მიიღწევა.