ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ WTA) მსოფლიოს მე-3 ჩოგანი კიმ კლაისტერსი 2010 წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. მიმდინარე წელს ბელგიელმა ჩოგბურთელმა ხუთი ტურნირი, მათ შორის აშშ-ს ღია პირველობა და სეზონის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო.
კლაისტერს ანალოგიური ჯილდო 2005 წელსაც აქვს მოგებული, როდესაც Uშ Oპენ-ზე კარიერაში პირველად იმარჯვა. ამას გარდა, კიმს სპეციალური პრიზი კოლეგების დახმარების კუთხით საზოგადოებრივი საქმიანობისათვისაც გადაეცა.
კატეგორიაში "წლის დაბრუნება" ჯილდო მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ასევე ბელგიელ ჟუსტინ ენინს უბოძეს, რუსი მარია შარაპოვა კი ჰუმანიტარული საქმიანობისთვის გამოარჩიეს.
უიმბლდონის ნახევარფინალისტი ჩეხი პეტრა კვიტოვა "წლის აღმოჩენად" აღიარეს, ხოლო კიდევ ერთი რუსი ელენა დემენტიევა, რომელმაც ცოტა ხნის წინ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა, სპორტული სულის გამოვლინებისთვის დააჯილდოვეს.