დღეს, ფიფას შტაბბინაში ციურიხში, მსოფლიოს 2018 და 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატების მასპინძლები გახდებიან ცნობილები.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ევროპა უმასპინძლებს. კანდედატები არიან ინგლისი, ესპანეთი/პორტუგალია, ჰოლანდია/ბელგია და რუსეთი.
ხოლო 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა იაპონიას, ავსტრალიას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სამხრეთ კორეასა და ყატარს სურთ.
არჩევნებში ფიფას 22 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. მასპინძლობასთან დაკავშირებით მომხდარი სკანდალის შემდეგ, კომისია ორ წევრს, ამოს ადამუს და რეინალდ ტემარს დაატოვებინეს.