მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე "ტვ პირველი" ეთერში აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 14 დაავადება აქვს, რომელთაგან 7 დაავადებაზე საქართველოში გაიდლაინი საერთოდ არ არსებობს.
"სააკაშვილის დაავადებებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერ მკურნალობს. სააკაშვილს აქვს 14 დაავადება, შემიძლია, ახლავე გაჩვენოთ საბუთები, მას აქვს 14 დაავადება. თუ კარგი ადვოკატი ხარ, უნდა დაიწყო ძიება, აბა რა დაავადებებია, რა ხდება? ვუგზავნი ჯანდაცვის სამინისტროს [წერილს], მომაწოდეთ გაიდლაინები ამ დაავადებების სამკურნალო. გაიდლაინები ხომ უნდა გქონდეს, აი, ვთქვათ, გტკივა ფეხი, როგორ უნდა უმკურნალო, ამერიკას აქვს, ყველა ცივილიზებულ სამყაროს აქვს. პასუხი მომივიდა, რომ ამ დაავადებებიდან 7 დაავადებაზე საქართველოში გაიდლაინი არ არსებობს. ანუ როგორ მკურნალობენ ამ კაცს? თქვენ თქვით წეღან, კვალიფიციური ექიმებო ჰყავსო [ვივამედს] და ვერ გავიგე კვალიფიციური ექიმი რას ნიშნავს? თუ გაიდლაინი არ გაგაჩნია, რითი მკურნალობ? შეხედეთ, როგორ მკურნალობენ სააკაშვილს, სიცხე აქვს - მიეცი სიცხის დამწევი ტაბლეტი, თავი ტკივა - თავის ტკივილის ტაბლეტი, სიმპტომურად მკურნალობენ", - ამბობს ხაჭაპურიძე.
მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედში" იმყოფება.