ყაზახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V-ის ქარხანამ წარმოება შეაჩერა. იტყობინება გამოცემა Moscow Times-ი წამლის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის, ბაუირჟან ჯუსიპოვზე დაყრდნობით.
"პანდემისს დაწყების შემდეგ, ჩვენ ყარაგანდაში დავიწყეთ Sputnik V-ის ვაქცინის წარმოება მზა ნედლეულით. ეს პროცესი ახლა შეჩერებულია. საკმარისი ვაქცინა გვაქვს", - თქვა ჯუსიპოვმა.
მან განმარტა, რომ ყაზახმა ექსპერტებმა უკვე დაამზადეს საკმარისი რაოდენობის საკუთარი ვაქცინა QazVac.
მისივე თქმით, პარალელურად, ნურ-სულთანი აწარმოებს მოლაპარაკებებს ამერიკული Pfizer ვაქცინის ახალი პარტიის შეძენაზე.