ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა კოლორადოს უსაფრთოხების ფორუმზე, კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობის შესახებ გავრელებულ ხმებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამერიკის სადაზვერვო სამსახურებს არ გააჩნიათ ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჯანმრთელობის პრობლემების აქვს.
"პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია არ არსებობს. ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. პუტინი ზედმეტად ჯანმრთელადაც კი გამოიყურება. ბევრი ჭორი ვრცელდება პრეზიდენტ პუტინის ჯანმრთელობის შესახებ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სრულიად ჯანმრთელია. ეს არ არის დაზვერვის ოფიციალური განცხადება", - თქვე ბერნსმა.
პრესაში და სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ 70 წლის პუტინი ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის. ბოლო დღეებში აქტიური განხილვის საგანი გახდა პუტინის ირანში ვიზიტის კადრები, სადაც ჩანდა, რომ თითქოს პუტინს სიარული უჭირდა.
რუსული საგამოძიებო მედია პროექტის ინფორმაციით, 2016-2020 წლებში ვიზიტებისას პუტინს მუდმივად თან დაჰყვებოდა ექიმების ბრიგადა. მათ შორის იყო ფარისებრი ჯირკვლების კიბოს სპეციალისტი ქირურგი.